Monday, June 20, 2016

20 ივნისი-ტრენინგის  პირველი  დღე.


       პირველ  დღეს  გავიცანით  ერთმანეთი. ტრენერმა  გვასწავლა  ვიუვერის  გამოყენება, საქაღალდეები  შევქმენით  ,მიგვითითა, რომელ  საქაღალდეში  რა  უნდა  შეგვენახა და სხვა.პროექტის  მახასიათებლების  ჩეკლისტი  განსაზღვრავს,  რა  მახასიათებლები  უნდა  ჰქონდეს  პროექტს,პორტფოლიოს  ჩეკლისტი  კი  განსაზღვრავს,  რომელ  საქაღალდეში  რა  უნდა  შევინახოთ.
            ტრენერი  გვესაუბრა  პროექტის  შექმნაზე.პროექტის  დასაწყისშუვე  უნდა  გამოიკვეთოს  პრობლემა.  პროექტი  უნდა  იყო  მორგებული  მოსწავლეებზე,უნდა  გავითვალისწინოთ  თითოეული  მოსწავლის  შესაძლებლობა, რომელი  რას  გააკეთებს  უკეთესად. პროექტი  ავითარებს  მაღალ სააზროვნო  უნარ-ჩვევებს,როგორიცაა:სინთეზი,  ანალიზი და  შეფასება.

2 comments:

  1. ძალიან საინტერესო და ბევრის მთქმელი ტრენინგი გაგივლიათ. იმედს ვიქონიებ ამ ნასწავლ მასალას აუცილებლად დამოიყენებთ საგაკვეთილო პროცესის დროს.გისურვებთ წარმატებულ მომდევნო სასწავლო წელს.....

    ReplyDelete
  2. ძალიან მომეწონა ტრენერი!ყველაფერს ვიგებ მიუხედავად იმისა რომ კომპიუტერი კარგად არ ვიცი!

    ReplyDelete